ჩემპიონთა ლიგის მატჩები შესაძლოა სამშაბათ-ოთშაბათის ნაცვლად, შაბათ-კვირას გაიმართოს. გერმანული Bild-ის ინფორმაციით, უეფას პრეზიდენტი ახალ ფორმატზე ფიქრობს და კონსულტაციების გავლას ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან აპირებს.
ცვლილების მიზეზი შემოსავლის გაზრდა იქნება და უეფაში ფიქრობენ, რომ უიქ-ენდზე უფრო მეტი გულშემატკივრის მოზიდვას შეძლებენ და სატელევიზიო უფლებებიც უფრო ადვილად გაიყიდება.
გერმანული მედიიც ცნობით, ჩემპიონთა ლიგაზე ისევ 32 გუნდი ითამაშებს, ოღონდ ოთხ ქვეჯგუფში რვა-რვა გუნდი მოხვდება და ჯგუფურ ეტაპზე 14 ტური გაიმართება.
თუ ეს ცვლილება დამტკიცდა, ტოპ ჩემპიონატებში შესაძლოა გუნდების რაოდენობაც შემცირდეს (ამჟამად 20-გუდნიანია ლა ლიგა, სერია A, პრემილიერლიგა) და რამდენიმე ტური შუა კვირაში ჩატარდება. ამ დროისთვის არ ხმაურდება როდისთვისაა დაგეგმილი ცვლილება, რადგან ეს საკითხი ჯერაც განხილვის პროცესშია.