ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
დღეს, ბოლქვაძე მე-6 ნომრად განთესილ უკრაინელ ვალერია სტრახოვას გაეჯიბრა და 6:1, 6:7 (2:7), 6:4 სძლია, შემდეგ ეტაპზე კი მე-4 რეიტინგის მქონე ლატვიელ დიანა მარცინკევიჩასთან ჭიდილი ელის.
დღესვე, მარიამს წყვილთა თანრიგის შეხვედრაც ელის. მეოთხედფინალურ ეტაპზე ბოლქვაძე და უზბეკი ალბინა ხაბიბულინა ინდონეზიელ გუმულიასა და მონტენეგროელ ვესელინოვიჩს გაეჯიბრებიან.