ჩოგბურთი

18:30 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ორივე ფრონტზე წინ მიიწევს

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წარმატებულად ირჯება ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია.

დღეს, წყვილთა თანრიგის საწყის წრეში ბოლქვაძემა და უზბელმა ალბინა ხაბიბულინამ “უაილდ ქარდის” მქონე ინდოელი შეჰალ მანე და ამერიკელი პრიანკა შაჰი 6:1, 7:5 დაამარცხეს და მეოთხედფინალში ინდონეზიელ ბეატრის გუმულიასა და მონტენეგროელ ანა ვესელინოვიჩს ეთამაშებიან.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ტურნირში ბოლქვაძე მერვედფინალშია გასული, სადაც მე-6 ნომრად განთესილ უკრაინელ ვალერია სტრახოვასთან ჭიდილი ელის.

0.124019