საქართველოს ნაკრებისა და „სან ხოსეს“ ფეხბურთელი გურამ კაშია საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
ქართველ ფეხბურთელს პრეზიდენტმა ორდენი ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე გადასცა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და სამშობლოს წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის.
„გვინდოდა იმ ადამიანების ღვაწლის გამოყოფა და მათთვის მადლობის თქმა ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სახელით. ეს ადამიანები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების შემცირებაში. აქტიურობდნენ განსახვავებული აზრის ადამიანის პატივისცემისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მადლობა მათ ქვენის სახელით“, - ციტირებს მარგველაშვილის სიტყვებს რადიო "თავისუფლება".