ფეხბურთი

19:20 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რანდერსი" ლობჟანიძის გაყიდვას იანვარში აპირებს

დანიური „რანდერსის“ ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ შესაძლოა ზამთარში გუნდი შეიცვალოს. ამის შესახებ სკანდინავიური გუნდის სპორტული დირექტორი სორენ პედერსენი საუბრობს.

მისი თქმით, „რანდერსს“ ფინანსური პრობლემები აქვს და ახალი ფეხბურთელების დამატებას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ გუნდში მყოფ რომელიმე ფეხბურთელს გაასხვისებს.

„ტრანსფერებისთვის ფეხბურთელების გაყიდვა მოგვიწევს, რადგან ჩვენი ბიუჯეტი ცარიელია. ლობჟანიძეს ბევრი მსურველი ჰყავს და ფული თუ დაგვჭირდება, არაა გამორიცხული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გავყიდოთ“, - თქვა სორენსენმა.

აქვე გეტყვით, რომ საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში „რანდერსის“ ღირსება 19 შეხვედრაში დაიცვა და 4 გოლი გაიტანა. მათ შორის, ერთი კვირას, „ვენდსისელთან“ და თავის გუნდს გამარჯვებაც მოუტანა.

0.127326