ჩოგბურთი

17:14 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძის წარმატებული სტარტი

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ წარმატებული სტარტი აიღო ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

ბოლქვაძემ პირველ წრეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსის მქონე ინდოელი ნატაშა პალა 6:4, 6:4 დაამარცხა, მერვედფინალში კი მე-6 ნომრად განთესილ უკრაინელ ვალერია სტრახოვასთან ჭიდილი ელის.
წყვილთა შეჯიბრში ბოლქვაძე და უზბეკი ალბინა ხაბიბულინა ინდოელ შეჰაი მანესა და ამერიკელ პრიანკა შაჰს ეთამაშებიან.

0.115928