პეკინი-2022-ის ორგანიზატორებმა ზამთრის მომავალი ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის მოხალისეთა პროგრამასთან დაკავშირებული გეგმები პეკინი-2022-ის შტაბ-ბინაში მოწყობილ ღონისძებაზე გაახმოვანეს.
ორგანიზატორები მზად არიან, მოხალისედ ყოფნის მსურველთა განაცხადები მეთელი მსოფლიოდან მიიღონ. ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რამდენ მოხალისეს აიყვანს საორგანიზაციო კომიტეტი.
პეკინი-2022-ის შტაბ-ბინაში მოხალისეთა პროგრამის წამოწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ადრინდელი ოლიმპიადების - პეკინი-2008-ის, ლონდონი- 2012-ის, სოჭი-2014-ის, რიო-2016-ის და პიონჩანგი-2018-ის მოხალისეები, რომლებმაც ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
www.geonoc.org.ge