ჭიდაობა

2:18 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილმა რუსულ ხალიჩაზე ოქროს წერტილი დასვა

ვლადიკავკაზში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი - „ალანები“ მძიმე წონითი კატეგორიის ფინალით დაგვირგვინდა და უძლიერესის ტიტული მთავარმა ფავორიტმა - გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ქართველი მძიმეწონოსანი ფინალში ირანელ ჯაბელ სადეზადეხს დაუპირისპირდა და 10:1 მოუგო.

ფინალის გზაზე პეტრიაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიშორა: რუსები ოსტაპ პასენოკი (5:0) და ვიტალი გოგლოევი (12:4) და ამერიკელი რობერტ ნელსონი (10:0).

გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრების წევრთაგან „ალანებზე“ ფინალში ბექა ლომთაძემ (61 კგ) და ავთანდილ კენჭაძემაც (74 კგ) იჭიდავეს, მაგრამ ორივე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ლომთაძე შეხვედრის მიწურულს გაშვებული ილეთით დამარცხდა (3:4) რუსეთის ნაკრების წევრ რამაზან ფერზალიევთან. კენჭაძემ კი ასევე რუს ტიმურ ბიჟოევთან წააგო (1:2). აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში, ქართველი მოჭიდავეების წარუმატებლობაში მნიშვნელოვანი როლი მსაჯების მიერ მიღებულმა საკამათო გადაწყვეტილებებმა შეასრულა.

ტურნირის დასრულების შემდეგ, გენო პეტრიაშვილი შეჯიბრების მთავარი პრიზით დააჯილდოვეს. გიორგი იანტბელიძეს კი სპეციალური ჯილდო გადასცეს.

0.132849