ფეხბურთი

23:02 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლი“ „პორტუგალიელებთან“ დამარცხდა

პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩში, „ნიუკასლმა,“ თავის „სენტ ჯეიმსიზ პარკზე“, „ვულვერჰემპტონს“ უმასპინლა და 1:2 დამარცხდა.

„მგლები,“ მე-17 წუთზე დაწინაურდნენ დიოგუ ჟოტას გოლით. მალე აიოსე პერესმა გაათანაბრა. მაგრამ, მეორე ტაიმის შუაში, მასპინძლები უმცირესობაში დარჩნენ. მსაჯმა დეანდრე იედელინი გააძევა. ვერ ვიტყვით, რომ ამ წითელმა ბარათმა შეხვედერის მსვლელობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. გამარჯვებისა კი, ვულვზელმა მეტ დოჰერტიმ მე-5 დამატებულ წუთზე გაიტანა.

მოგეხსენებათ, „ვულვერჰემპტონი“ პორტუგალიური პროექტია. მწვრთნელი, ნუნუ ეშპირიტუ სანტუც ხომ იქაურია და, მაგალითვის, „ნიუკასლის“ წინააღმდეგ, „მგლების“ შემადგენლობაში, ჯამში 8 პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში, „ვულვერჰემპტონმა,“ შინ „ჩელსი“ 2:1 დაამარცხა.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-16 ტური. 9 დეკემბერი

ნიუკასლი - ვულვზი 1:2

0:1 ჟოტა (17), 1:1 პერესი (23), 1:2 დოჰერტი (90+5)

გაძევება: იედინი (57, ნიუკასლი)

0.116226