ფეხბურთი

0:11 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას პაკეტა: "მილანი" ისტორიის გამო ავირჩიე"

ბრაზილიური „ფლამენგოს“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლუკას პაკეტა მილანში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის შემდეგ კონტრაქტსაც გააფორმებს.

ნიჭიერმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „როსონერის“ შესახებ პირველი კომენტარი აეროპორტში გააკეთა:

„ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. „მილანი“ ამ გუნდის ისტორიის გამო ავირჩიე“, - აღნიშნა სამხრეთ ამერიკელმა.

21 წლის შემტევი „მილანს“ ოფიციალურად იანვრიდან შეუერთდება. იტალიურმა გუნდმა „ფლამენგოს“ მის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც ბონუსებიც დაემატება.

ლუკას პაკეტამ 2018 წელს 32 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში კი 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.116047