ფეხბურთი

18:53 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "სიტის" დამარცხება ერთ მატჩში შეგვიძლია, მაგრამ მთელი სეზონის განმავლობაში ვერ ვაჯობებთ"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი მიიჩნევს, რომ მის გუნდს „მანჩესტერ სიტის“ ძლევა ერთ მატჩში შეუძლია, მაგრამ 10-თვიან ბრძოლაში „ქალაქელთა“ დაჯაბნა ამ ეტაპზე არ შეუძლია.

„მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შორის არსებული განსხვავების აღმოფხვრა ერთ სეზონში არარეალურია. ჩვენ შეგვიძლია კონკურეტულ მატჩში დავამარცხოთ „სიტი“, მაგრამ 10 თვის განმავლობაში მისი დაჯაბნა, რთულია. ვფიქრობ, დღეს „მანჩესტერ სიტი“ ევროპაში საუკეთესო გუნდია.

მატჩს რაც შეეხება, საწყის 25 წუთში მეტოქე მომენტები ჰქონდა. ვიცით, რომ გვარდიოლას გუნდი ჩვენზე ერთი ნაბიჯით წინაა, ამიტომ ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ ეს ჩამორჩენა შევამციროთ. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა სარიმ.

შეგახსენებთ, ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ ნგოლო კანტესა და დავი ლუიზის გოლებით დაამარცხა და პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აწვნია.

„ჩელსი“ „სიტის“ სატურნირო ცხრილში 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო ლიდერ „ლივერპულს“ – 8 ქულით.

0.116839