ფეხბურთი

13:10 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ატლანტა იუნაიტედი" MLS-ის ჩემპიონია (+VIDEO)

2018 წლის MLS-ის ჩემპიონი "ატლანტა იუნაიტედი" გახდა. პლეი-ოფის ფინალში ხერარდო მარტინოს გუნდმა "მერსედეს-ბენცის" სტადიონზე "პორტლენდ ტიმბერსი" 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან გოლები ჯოზეფ მარტინესმა და ფრანკო ესკობარმა გაიტანეს.

"ატლანტა" 2014 წელს დაარსებული გუნდია და MLS-ის გამარჯვებული პირველად გახდა. 2018 წლის სეზონის ბომბარდირი 35 გატანილი გოლით ჯოზეფ მარტინესი გახდა, მეორე ადგილზე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი (22 გოლი) გავიდა. ვენესუელის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ასევე ტურნირის MVP გახდა.

0.125755