ფეხბურთი

12:13 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" შესაძლოა დი ფრანჩესკო გაუშვას

"რომას" პრეზიდენტმა ჯიმ პალოტამ შესაძლოა კლუბის მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო გაათავისუფლოს. აღნიშნული ინფორმაცია Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა. ასევე ცნობილია, რომ იმ შემთხვევაში თუ იტალიელ სპეციალისტს დაითხოვენ, "მგლებს" სპორტული დირექტორი მონჩიც დატოვებს.

პალოტა "რომას" მიმდინარე სეზონში დაფიქსირებული შედეგის გამო უკმაყოფილოა. მე-15 ტურში "მგლები" 2:0 იგებდნენ, თუმცა გუნდმა ბოლო ათ წუთში ორი გოლი გაუშვა. რომაული გუნდი იტალიის ჩემპიონატში ჯერჯერობით მეექვსე ადგილზე 21 ქულით იმყოფება. ჩემპიონთა ლიგაზე კი დი ფრანჩესკოს გუნდი უკეთ გამოიყურება, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე "რომა" მერვედფინალში გავიდა.

პალოტა ეუსებიოს შემცვლელებად პაულუ სოუზას და ვინჩენცო მონტელას მოიაზრებს. პორტუგალიელი იტალიაში "ფიორენტინას" ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა, ხოლო მონტელა ფლორენციული გუნდის გარდა "რომას", "კატანიას", "სამპდორიას" და "მილანს" ედგა სათავეში.

0.173113