მექსიკის ეროვნული ნაკრების და "ბენფიკას" საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელი რაულ ხიმენესი "ვულვზის" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება. როგორც O Jogo იუწყება, "მგლები" ფეხხბურთელის ასპარეზობით კმაყოფილები არიან და ლისაბონელებს სრულფასოვანი ტრანსფერის სანაცვლოდ 34 მილიონ ევროს გადაუხდიან, რაც კლუბისთვის სარეკორდო იქნება.
ხიმენესის იჯარაში ინგლისურმა კლუბმა სამი მილიონი ევრო გადაიხადა. მიმდინარე სეზონში კი რაულმა 15 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მექსიკის ეროვნულ ნაკრებში თავდამსხმელი 2013 წლიდან თამაშობს და 70 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა.