ძიუდო

20:17 | 8.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ გორი” ევროპის ლიგის ჩემპიონია! (+VIDEO)

ქართული “გოლდენ გორი” ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ევროპის ლიგის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებას რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ტურნირზე მიაღწიეს.

გასულ შეჯიბრზე გორელთა ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ლუკა მაისურაძე (81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) და უშანგი კოკაური (+90) იცავდნენ.
“გოლდენ გორი” მერვედფინალში გერმანულ “ლაიფციგს” გადაეყარა და 4:1 სძლია. ორთაბრძოლა მხოლოდ კოკაურმა დათმო, დანარჩენებმა კი იმარჯვეს.
ქართულმა კლუბმა იგივე ანგარიშით მოიგო მეოთხედფინალშიც, სადაც მეტოქედ იტალიური “ფიამე ჯიალე” ჰყავდა. ამ შემთხვევაში მარცხი მარგველაშვილს შეემთხვა.
ფინალის საგზურისთვის გორელები სერბულ “კინეზის ნისს” გაეჯიბრნენ, რომლის ღირსებასაც ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი გელა ზაალიშვილი (+90 კგ.) იცავდა, თუმცა, ის თანამემამულეებთან შესარკინებლად არ გასულა.
სათქმელია, რომ გორელებისთვის ნახევარფინალი იოლად წარიმართა. ხუთივე ჩვენებურმა იმარჯვა და ამგვარად, ქართული კლუბი ფინალში აღმოჩნდა, სადაც ფრანგული “ბლან-მესნილი” ელოდა.
საბედნიეროდ, გამარჯვება ამჯერადაც ქართველ ძიუდოისტებს დარჩათ. მარგველაშვილმა, შავდათუაშვილმა და მაისურაძემ გუნდი 3:0 დააწინაურეს, ამდენად, ფეხატკივებული ღვინიაშვილისა და კოკაურის წაგებებს დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონია – 3:2.
ამგვარად, “გოლდენ სქორმა” მომავალი წლისთვის ელიტარულ ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა გაინაღდა, რომლის გამარჯვებულიც პორტუგალიური “სპორტინგი” გახდა. საინტერესოა, რომ ლისაბონელთა ტრიუმფში დიდი წვლილი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა და ანრი ეგუტიძემ დაიდეს.

0.212894