ფეხბურთი

18:08 | 8.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა პლეი-ოფების მოლოდინში

საქართველოს ეროვნული ლიგა 1, ლიგა 2, ლიგა 3 დასრულდა და შესაბამისად, ყველა ვერდიქტი ცნობილია. ცნობილია ისიც, თუ რომელი გუნდები ითამაშებენ პლეი-ოფში.

თუმცა, იქამდე სხვა რამ ვთქვათ: საქართველოს ჩემპიონი თბილისის „საბურთალო“ გახდა, ისტორიაში პირველად. შედეგად, ზაფხულში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს საქართველოს სახელის დაცვა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს.

ევროპა ლიგის კვალიფიკაციაში ითამაშებენ „დინამო თბილისი“, „ტორპედო“ და „ჩიხურა“. საქართველოს თასიც „ტორპედოს“ საკუთრება გახდა.

ეროვნული ლიგიდან ეროვნულ ლიგაში 2-ში დაქვეითდა ფოთის „კოლხეთი“, ხოლო სანაცვლოდ „დინამო ბათუმი“ დაუბრუნდა უმაღლეს საფეხურს. თავის მხრივ, ეროვნული ლიგა 2-დან ეროვნულ ლიგა 3-ში გავარდა მარტვილის „მერანი“, ხოლო „ზუგდიდი“ პირიქით - აღზევდა ეროვნულ ლიგა 2-ში.

რაც შეეხება პლეი-ოფებს:

ეროვნული ლიგის პლეი-ოფი

I მატჩი, 12 დეკემბერი

„გაგრა“ – „სიონი“

„სამტრედია“ – „ვიტ ჯორჯია“

II მატჩი, 15 დეკემბერი

„სიონი“ – „გაგრა“

„ვიტ ჯორჯია“ – „სამტრედია“

ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფი

I მატჩი, 11 დეკემბერი

„ცხინვალი“ – „ბახმარო“

„გურია“ – „სამგურალი“

II მატჩი, 14 დეკემბერი

„ბახმარო“ – „ცხინვალი“

„სამგურალი“ – „გურია“

ეროვნული ლიგას ორი საუკეთესო ბომბარდირი ჰყავს - ბუდუ ზივზივაძე და გიორგი გაბედავა. „დინამოსა“ და „ჩიხურას“ ფორვარდებმა სეზონი 22-22 გოლით დაასრულეს და ჯილდოს ორივე მიიღებს, რადგან მნიშვნელობა არ აქვს ჩატარებული მატჩების რაოდენობასა თუ საგოლე პასებს. სხვათა შორის, ხსენებულ ფეხბურთელებს მცირედით ჩამორჩა გორის „დილას“ შემტევი მიკოლა კოვტალიუკი. უკრაინელმა 21 გოლით დაასრულა სეზონი.

რაც შეეხება ეროვნულ ლიგა 2-ს, აქ ყველას „დინამო ბათუმის“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯოვანი ფლამარიონიმ აჯობა, რომელმაც 24-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.

0.070022