ფეხბურთი

15:30 | 7.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

15-წლამდე ლიგის გამარჯვებულს ფეხბურთის ფედერაციამ უმასპინძლა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ერონული ჩემპიონატის 15-წლამდე ოქროს ლიგის გამარჯვებულს - თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. ჩემპიონებს კუთვნილი მედლები და თასი ალექსანდრე იაშვილმა და დავით სირაძემ გადასცეს.

შეხვედრაზე ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა, ზაზა დოლიძემ ფედერაციისა და ფონდის ერთობლივი ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვით, ასაკობრივი ლიგის გამარჯვებულებსა და ვერცხლის მედალოსნებს ექნებათ შესაძლებლობა, ზამთრის პაუზის დროს, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ტურნირებში. აღნიშნულის დაფინანსებას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და ფედერაცია სრულად უზრუნველყოფენ.

"ვულოცავ თბილისის "დინამოს" ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ამ ბავშვებისთვის ეს წინსვლა დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა. კიდევ უფრო დიდ სიხარულს და გამარჯვებებს ვუსურვებ მომავალში,"- აღნიშნა დავით სირაძემ.

www.gff.ge

0.111316