ფეხბურთი

23:55 | 6.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "გიოტებორგმა" ხარაიშვილს ახალი კონტრაქტი გაუფორმა (+VIDEO)

გიორგი ხარაიშვილმა „გიოტებორგთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც შვედური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ქართველმა ფეხბურთელმა 3.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და შესაბამისად, 2022 წლის ზაფხულამდე „გიოტებორგის“ საკუთრებაში იქნება.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან პოზიტიური ამბავია, გიორგი იყო ძალიან კარგი და ჩვენ ასე ვფიქრობდით, მაშინ, როდესაც შევიძინეთ. თანაც, 22 წლისაა და განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია“, - თქვა სპორტულმა დირექტორმა იონას ოლსონმა.

შეგახსენებთ, გიორგი ხარაიშვილი „გიოტებორგს“ ერთი წლის წინ შეუერთდა და გუნდის ლიდერად იქცა. ქართველმა შემტევმა 2018 წელს 31 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.

0.114514