ფეხბურთი

22:33 | 6.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯო გომესი ექვსი კვირა იუქმებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" მცველ ჯო გომესს მარცხენა ფეხის მოტეხილობა დაუდგინდა. ფეხბურთელმა "ბარნლისთან" გამართულ შეხვედრაში ბენ მისთან შეჯახების შედეგად ტრავმა მიიღო. როგორც "მერსისაიდელთა" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ჯო ექვსი კვირის განმავლობაში ვარჯიშს ვერ შეძლებს.

ინგლისელი "წითლებს" 2015 წელს "ჩარლტონიდან" შეუერთდა. გომესმა მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" მაისურით 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში კი ჯომ მიმდინარე წელს სამი მატჩი ჩაატარა.

0.11815