ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი ფიქრობ, რომ ინგლისის პრემიერლიგაში თამაში ყველა ფეხბურთელს უნდა. ბრაზილიელმა იუთუბის არხზე გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.
სწორედ აქ მოუწია ნეიმარს პრემიერლიგის შესახებ კომენტარი გაკეთება:
„პრემიერლიგა? ეს დიდი ტურნირია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. არ ვიცი, რა მოხდება ხვალ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა დიდი ფეხბურთელის სურვილია ინგლისის ჩემპიონატში ერთხელ მაინც ითამაშოს“, - განაცხადა ნეიმარმა.