„ლივერპულმა“ მხოლოდ სალაჰისა და ფირმინოს მინდორზე გასვლის შემდეგ „ჩართო“ ის სისწრაფეები, რომელსაც კლოპის გუნდისგან ვართ ჩვეული. მამანდე კი მერსისაიდელებს უჭირდათ და ვინძლო ქულებიც დაეკარგათ, რომ არა ეს ორეული.
აკი, აგებდნენ კიდეც თავიდან, მაგრამ ისევ დაუღალავმა მილნერმა ივაჟკაცა და ეფექტური გოლი გაუტანა ინგლისის ნაკრების ყოფილ მეკარე ჰარტს. საერთოდ, მილნერი, როგორც ყოველთვის, ერთ-ერთი საუკეთესი იყო მინდორზე. მარცხენა ფრთა ხომ აიკლო და ენერგიასაც ის აძლევდა პარტნიორებს.
ეტყობა, ადვილ საღამოს ელოდა კლოპი, რადგან სასტარტოში არც მანე იყო, არც სალაჰი და ფირმინო. ასეთი რამ პირველად მოხდა 2017 წლის მაისის შემდეგ.
მოკლედ, მერსისაიდელებმა მაინც 3:1 მოიგეს და „სიტისთან“ ერთდ, კვლავაც დაუმარცხებლები არიან.
უცნაური გამოდგა „მანჩესტერ“ – „არსენალის“ დაპირისპირება „ოლდ ტრაფორდზე.“ „იუნაიტედმა“ ზედიზედ მესამედ ითამაშა ფრედ. გოლები კი ინდივიდუალური შეცდომების გამო გავიდა.
ჯერ მასპიძელთა მეკარე შეცდა, დე ხეამ მუსტაფის დარტყმის შემდეგ ბურთი ხელებში ვერ შეინარჩუნა. მასპინძლებმა სამ წუთში გაათანაბრეს და მერე რაღაც ქაოტური თამაში გაჩაღდა ბევრი ჯარიმებით.
მეორე ტაიმში სურათი თითქმის იგივე იყო. ერთ მომენტში როხო და ერერა შეცდნენ, ლაკაზეტიმ „მეთოფეები“ წინ გაიყვანა. თუმცა, 13 წამში (!) მარსიალმა გაათანაბრა. საოცარი რამ ხდებოდა ტრიბუნებზე.
„ტოტენჰემმა“ ამჯერადაც დამსახურებულად მოუგო „საუთჰემპტონს“ და ცხრილში „ჩელსის“ გადაუსწრო, რომელიც „ავტორიტეტბის რისხვა“ „ვულვზთან“ დამარცხდა.
ინგლისი
პრემიერლიგა. მე-15 ტური. 5 დეკემბერი
ბარნლი - ლივერპული 1:2
ბარნლი. „ტარფ მური.“
1:0 კორკი (54), 1:1 მილნერი (62), 1:2 ფირმინო (69), 1:3 შაჩირი (90+1)
ბარნლი: ჰარტი, ბერდსლი, მი, ტარკოვსკი, ტეილორი, კორკი, გუდმუნდსონი, ვესტვუდი, ბრეიდი (ლენონი 71), ბარნსი (ვიდრა 83), ვუდი (ვოუკსი 71)
მწვრთნელი: შონ დაიჩი
ლივერპული: ალისონი, მატიპი, ვან დეიკი, მორენო (სალაჰი 65), გომესი (ალექსანდერ-არნოლდი 23), მილნერი, ჰენდერსონი, კეიტა, სტარიჯი, შაჩირი, ორიჯი (ფირმინო 66)
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
მსაჯი: სტიუარტ ოტუელი
გაფრხილება: ვიდრა (86)
ვულვზი - ჩელსი 2:1
ვულვერჰემპტონი. „მულინექსი.“ 31 300
0:1 ლოფტუს-ჩიკი (18), 1:1 ხიმენესი (69), 2:1 ჟოტა (63)
ვულვზი: რუი პატრისიუ, ბენეტი, ბოლი, დოჰერტი, კოადი, რუბენ ვინაგრე, ჟოაო მოუტინიუ, საისი, ჟოტა (კავალეირო 88), გიბს-უაითი (ჰელდერ კოშტა 72), ხიმენესი (დენდონკერი 81)
მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ
ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, ალონსო, რუდიგერი, კრისტენსენი, ფაბრეგასი, კანტე (კოვაჩიჩი 77), ლოფტუს-ჩიკი, ვილიანი (პედრო 65), აზარი, მორატა (ჟირუ 85)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
მსაჯი: ჯონათან მოსი
გაფრთხილება: საისი (37), ჟოაო მოუტინიუ (54), კოადი (61), რუბენ ვინაგრე (68); ფაბრეგასი (64), ჟირუ (85), ალონსო (90+1), კრისტენსენი (90+4)
მანჩესტერი - არსენალი 2:2
მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 74 507
0:1 მუსტაფი (26), 1:1 მარსიალი (30), 1:2 ლაკაზეტი (68), ლინგარდი (69)
მანჩესტერი: დე ხეა, დარმიანი, როხო (ფელაინი 72), სმოლინგი, ბაილი, დალოტი, მატიჩი, ერერა, ლინგარდი (პოგბა 75), მარსიალი (ლუკაკუ 63), რაშფორდი
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ
არსენალი: ლენო, პაპასტატოპულოსი, მუსტაფი, კოლაშინაცი, ბელერინი, ჰოლდინგი (ლიხტშტაინერი 36), რემზი (მხითარიანი 46), ივობი (ლაკაზეტი 65), ტორეირა, გენდუზი, ობამეიანგი
მწვრთნელი: უნაი ემერი
მსაჯი: ანდრე მარინერი
გაფრთხილება: როხო (38), ლინგარდი (40), მატიჩი (42); მუსტაფი (37), ბელერინი (41), ტორეირა (86)
ტოტენჰემი - საუთჰემპტონი 3:1
ლონდონი. „უემბლი.“ 33 012
1:0 კეინი (9), 2:0 ლუკას მოურა (51), 3:0 სონი (55), 3:1 ოსტინი (90+3)
ტოტენჰემი: ლორისი, როუზი, ალდერვეირელდი, ტრიპიერი (სკიპი 87), ფოიტი, ერიკსენი (ალი 79), ლუკას მოურა (სისოკო 74), დაიერი, ვინკსი, სონი, კეინი
მწვრთნელი: მაურიციო პოჩეტინო
საუთჰემპტონი: მაკარტი, იოშიდა, სედრიკი, სტეფენსი, ტარგეტი, დევისი, არმსტრონგი (ელიუნუსი 81), რედმონდი, ჰოიბერგი (რომეუ 88), უარდ-პროუსი, გაბიადინი (ოსტინი 70)
მწვრთნელი: კელვინ დევისი
მსაჯი: ენტონი ტეილორი
გაფრთხილება არ ყოფილა
ევერტონი - ნიუკასლი 1:1
0:1 რონდონი (19), 1:1 რიჩარლისონი (38)
ფულემი - ლესტერი 1:1
1:0 კამარა (42), 1:1 მედისონი (74)