ფეხბურთი

1:10 | 6.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნოემბრის საუკეთესო - გიორგი ჩაკვეტაძე

ნოემბრის თვეში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა. WORLDSPORT.GE-ს ყოველთვიურ გამოკითხვაში “თქვენ ირჩევთ”, ბელგიური "გენტის" ნახევარმცველმა ხმების უმეტესობა მიიღო და გაიმარჯვა.

აღნიშნულ გამოკითხვაში 610-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და გიორგიმ გამოკითხულთა ხმების აბსოლუტური უმეტესობა მიიღო - 81.6%. ჩაკვეტაძემ ლუკა ზარანდიას აჯობა, რომელიც 13.4%-ით მეორე ადგილზე გავიდა. მესამე პოზიცია დავით ხოჭოლავას ერგო (4.9%).

აღსანიშნავია, რომ ჩვენს გამოკითხვაში, რომელიც უკვე 2 წელზე მეტია არსებობს, პირველად მოხდა, რომ ზედიზედ სამჯერ ერთმა ფეხბურთელმა მოიგო. ეს სწორედ ჩაკვეტაძემ შეძლო, რომელიც ჩვენმა მკითხველმა სექტემბერში, ოქტომბერში და ახლა უკვე ნოემბერში მიჯრით გამოარჩია.

აქვე, გიორგი ჩაკვეტაძის ნოემბრის მონაგარის შესახებ:

ოქტომბრისგან განსხვავებით ნოემბერში ბელგიის იუპილერ ლიგაში გოლი არ გაუტანია, მაგრამ ამის გარეშეც გამორჩეული თამაშები ჩაატარა „გენტის“ მაისურით. თუმცა, მთავარი მაინც საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩები გამოდგა. 2 თამაში, 2 გოლი, 1 საგოლე პასი, უამრავი დასამახსოვრებელი ეპიზოდი და „დინამო არენას“ აპლოდისმენტები“ - გიორგი ჩაკვეტაძე ნოემბერშიც შესანიშნავი იყო.

ჩვენი გამოკითხვა "თქვენ ირჩევთ" იანვრის დასაწყისში ისევ განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე და თქვენ დეკემბრის თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს გამოავლენთ.

0.118824