ლიონელ მესი კი, კრიშტიანუ რონალდუ - არა. ლიბერტადორესის თასის ფინალს „რივერ პლეიტსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის, მხოლოდ „ბარსელონას“ კაპიტანი დაესწრება.
გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ ორივე ფეხბურთელი „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტრიუნებზე იქნებოდა, მაგრამ As-მა ეს არ დაადასტურა. ესპანური გამოცემის ინფორმაციით, პორტუგალიელი „რეალთან“ გაფუჭებული ურთიერთობის გამო მადრიდში ჩასვლას არ გეგმავს.
მესი კი შეხვედრას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიწვევით დაესწრება. შეგახსენებთ, რომ ლიბერტადორესის თასის ფინალი 9 დეკემბერს გაიმართება.