ფეხბურთი

17:08 | 5.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ული ჰიონესი: "33 წლის რონალდუში 100 მილიონს "ბაიერნი" არასდროს გადაიხდიდა"

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა „იუვენტუსი“ გააკრიტიკა. გერმანელის განცხადებით, „ბაიერნი“ 33 წლის ფეხბურთელში 100 მილიონ ევროს არასდორს გადაიხდის.

„ის 33 წლისაა და 100 მილიონს ასეთი ასაკის ფეხბურთელში არასდროს გადავიხდით. 24 წლის რომ ყოფილიყო, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა ამ თანხის გადახდა“, - თქვა ჰიონესმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ გასულ ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ „რეალს“ 105 მილიონი ევრო გადაუხადა.

0.11302