კატალონიის „ბარსელონა“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ როდრიგო ბენტანკურის შეძენას გეგმავს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, კატალონურმა გუნდმა უკვე გაამზადა 60 მილიონი ევრო და სწორედ ამ თანხად აპირებს ურუგვაელი ფეხბურთელის შეძენას.
წინადადებაზე „იუვეს“ პასუხი უცნობია, მაგრამ როგორც წყარო წერს, იტალიური გუნდი ბენტანკურის გასხვისებას არ აპირებს.
21 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ტურინელთა სასტარტო შემადგენლობაში თავი დაიმკვიდრა. ყველა ტურნირის ჩათვლით 15 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანაც შეძლო.