იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა ორი წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის უნდა იბრძოლოს.
„ევრო 2020-სთვის უნდა მოვემზადოთ. იტალიის ნაკრები ვადებულია ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად მზად იყოს, რადგან ჩემს გუნდში კარგი ფეხბურთელებია“, - ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოსნიას, საბერძნეთს, ფინეთს, სომხეთსა და ლიხტენშტეინს დაუპირისპირდება.