„ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაწბილებულია „ოქრის ბურთის“ გამოკითხვაში კრიშტიანუ რონალდუს მიერ დაკავებული მეორე ადგილით. მოგეხსენებათ, ეს პრიზი კრიშტიანუს ყოფილმა რეალელმა პარტნიორმა, 33 წლის ხორვატმა, ლუკა მოდრიჩმა მოიპოვა.
„რონალდუს მეორე ადგილი არასწორია. იმის გათვალისწინებით, რასაც მან მიმდინარე სეზონში „რეალთან“ ერთად მიაღწია. თუმცა, ეს შეიძლება კარგიც იყოს. ახლა მან ახალი მოტივაცია მიიღო, რათა გაისად უკვე „იუვენტუსის“ შემადგენლობაში მეექვსედ დაეუფლოს ამ პრიზს.“ - უთხრა ალეგრიმ Football Italia-ს.“