ჯანო ანანიძეს ტრავმა არ აქვს, ვარჯიშობს, „სპარტაკის“ განაცხადში მუდმივად ხვდება, მაგრამ სათამაშო დრო არ ეთმობა. „სახალხო გუნდს“ ახალი თავკაცი ჰყავს, ოლეგ კონონოვი, თუმცა ვითარება ვერც ამან შეცვალა.
52 წლის სპეციალისტმა ქართველი ფეხბურთელის შესახებ Championat-თან გააკეთა კომენტარი:
„ჯანო? - ბევრს მუშაობს. მინდა, რომ ფეხბურთელებმა თავისი შესაძლებლობები ვარჯიშზე პოზიტიურად გამოავლინონ. სწორედ ამის მიხედვით ვარჩევ ძირითად შემადგენლობას. ფეხბურთელებმა ვარჯიშებზე უნდა დაამტკიცონ, რომ მოცემულ მომენტში კარგ ფორმაში არიან.
ბევრისთვის მთავარი შეცდომა ისაა, რომ მხოლოდ ის ახსოვთ, როგორ თამაშობდნენ წარსულში და არ ესმით რატომ არ თამაშობენ ახლა. ესაა მათი პრობლემა“, - თქვა კონონოვმა.
შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანს 26 სექტემბერს, რუსეთის თასზე დაუბრუნდა, თუმცა მას მერე, „სპარტაკის“ რიგებში საერთოდ არ უთამაშია. საქართველოს ნაკრებში კი ანდორასთან დაპირისპირებისას 13 ოქტომბერს გამოჩნდა მინდორზე.