ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ნოემბრის თვის საუკეთესო ახალწვეულები „დალას მავერიკსის“ უკანახაზელი ლუკა დონჩიჩი და „ატლანტა ჰოუქსის“ გამთამაშებელი ტრეი იანგი გახდნენ, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
დონჩიჩი საშუალოდ ერთ მატჩში 18.5 ქულას, 6.5 მოხსნას, 4.3 პასს და 1.1 ჩაჭრას აგროვებს. იანგი კი - 15.6 ქულას, 6.7 პასს და 3 მოხსნას