ჩოგბურთი

19:46 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ბრძოლას ერთეულებში აგრძელებს

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ინდოეთის ქალაქ სოლაპურში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე წყვილთა შეჯიბრს გამოეთიშა, ამდენად, ასპარეზობას მხოლოდ ერთეულებში აგრძელებს.

დღეს, ბოლქვაძე და უზბეკი ალბინა ხაბიბულინა “უაილდ ქარდის” მქონე ინდოელ რუტუია ბჰოსალესა და ჩინელ კაი-ლინ ჟანგს გაეჯიბრნენ და დრამატული ორთაბრძოლა 6:3, 6:7 (5:7), 9:11 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა თანრიგში მარიამმა 2 საკვალიფიკაციო რაუნდი დასძლია, ძირითად ბადეში კი მასპინძელ ბჰუვანა კალვას აჯობა და მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილ სლოვენიელ ტამარა ზიდანსეკს გაეჯიბრება.

0.128185