ინგლისის მოქმედი ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე დამდეგ სეზონიდან მოკვეთონ. გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა გამოიკვლია, რომ 2014 წელს „სიტიმ“ ფინანსური ფეირ-პლეის პრინციპი 188 მილიონი ევროს ოდენობით დაარღვია და შესაძლოა ამის გამო დაისაჯოს.
უეფას პრეზიდენტმა ალექსნდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ხსენებულ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს:
„ჩვენ ვაფასებთ სიტუაციას, დამოუკიდებელი ორგანო მუშაობს ამ საკითხზე. ძალიან მალე გვეცოდინება პასუხები საჭირო კითხვებზე და გვეცოდინება რა მოხდება“, - აღნიშნა ჩეფერინმა.
Guardian-ის ინფორმაციით თუ „სიტის“ ბრალდება დადასტურდა, არამხოლოდ ტრანსფერების განხორციელება აეკრძალება, არამედ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებიდანაც მოიხსნება.