ფეხბურთი

14:56 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

“საუთჰემპტონი“ ჰიუზს 6 მილიონს გადაუხდის

„საუთჰემპტონი“ იძულებულია ყოფილ მთავარ მწვრთნელ მარკ ჰიუზს, კონტრაქტის დროზე ადრე გაწყვეტის გამო, 6 მილიონი გირვანქა (დაახლოებით 6.7 ევრო) გადაუხადოს. წერს Daily Mail.

წლეულს მაისში ჰიუზმა „წმინდანები“ პრემიერლიგიდან გავარდნას გადაარჩინა და ახალი, სამწლიანი კონტრაქტიც გაუფორმეს.

მე-15 ტურის მატჩში, „ტოტენჰემთან,“ 5 დეკემბერს, „საუთჰემპტონს“ „უემბლიზე“ ჰიუზის თანაშემწე, კელვინ დევისი გაიყვანს.

14 ტურის შემდეგ, „წმინდანები“ 9 ქულით მე-18 ადგილზე დგანან და გასავარდნ ზონაში არიან.

0.108487