ლუკა მოდრიჩი - 2018 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელია! ხორვატმა ფეხბურთელმა France Football-ის უპრესტიჟულესი ჯილდო მოიგო და პირველი ხორვატი გახდა, რომელმაც ესოდენ დიდ წარმატებას მიაღწია.
მოდრიჩმა დაამხო კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის 10-წლიანი ჰეგემონიაც.
33 წლის ნახევარმცველისთვის 2018 წელი კარიერაში მართლაც საუკეთესო გამოდგა. მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო ზაფხულში ხორვატიის ნაკრებს ულიდერა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობამდე მიიყვანა.
აღსანიშნავია, რომ „ოქროს ბურთამდე“ მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც პრიზიც მოიგო და ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
რაც შეეხებათ რონალდუსა და მესის - პორტუგალიელი მეორე ადგილს დასჯერდა, ხოლო არგენტინელი საერთოდაც, მხოლოდ მეხუთე პოზიციაზე გავიდა. მესამე-მეოთხე ადგილები კი, მსოფლიოს ჩემპიონებს, ანტუან გრიზმანსა და კილიან მბაპეს ერგოთ.
აქვე, საბოლოო შედეგებიც:
1. ლუკა მოდრიჩი („რეალი“,ხორვატია) - 753 ქულა
2. კრიშტიანუ რონალდუ („იუვენტუსი“, პორტუგალია) - 476
3. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“, საფრანგეთი) - 414
4. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი) - 347
5. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა) - 280
6. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“, ინგლისი) - 188
7. რაფაელ ვარანი („რეალი“, საფრანგეთი) - 121
8. ედენ აზარი („ჩელსი“, ბელგია) - 119
9. კევინ დე ბრუინი („სიტი“, ბელგია) - 29
10. ჰარი კეინი („ტოტენჰემი“, ინგლისი) - 25
11. ნგოლო კანტე („ჩელსი“, საფრანგეთი) - 24
12. ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია) - 19
13. ლუის სუარესი („ბარსელონა“, ურუგვაი) - 17
14. ტიბო კურტუა („რეალი“, ბელგია) - 12
15. პოლ პოგბა („მანჩესტერი“, საფრანგეთი) - 9
16. სერხიო აგუერო („სიტი“, არგენტინა) - 7
17-18. გარეთ ბეილი („რეალი“, უელსი) - 6
17-18. კარიმ ბენზემა („რეალი“, საფრანგეთი) - 6
19-21. რობერტო ფირმინო („ლივერპული“, ბრაზილია) - 4
19-21. ივან რაკიტიჩი (‘ბარსელონა“, ხორვატია) - 4
19-21. სერხიო რამოსი („რეალი“, ესპანეთი) - 4
22-24. ედინსონ კავანი (პსჟ, ურუგვაი) - 3
22-24. სადიო მანე („ლივერპული“, სენეგალი) - 3
22-24. მარსელო („რეალი“, ბრაზილია) - 3
25-27. ალისონი („ლივერპული“, ბრაზილია) - 2
25-27. იან ობლაკი („ატლეტიკო“, სლოვენია) - 2
25-27. მარიო მანჯუკიჩი („იუვენტუსი“, ხორვატია) - 2
28. დიეგო გოდინი („ატლეტიკო“, ურუგვაი) - 1
29-30. ისკო („რეალი“, ესპანეთი) - 0
29-30. უგო ლორისი („ტოტენჰემი“, საფრანგეთი) - 0