საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. ილიას ზუროსის გუნდმა ისრაელის ნაკრები ურთულეს, ძალზე დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა.
მთელი თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ოვერტაიმი გახდა საჭირო. იქაც, ბოლო წამამად არაფერი გახლდათ გარკვეული. საფინალო სირენამდე 0.3 წამით ადრე, გიორგი შერმადინმა ორქულიანი ჩააგდო და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
დარჩენილ 0.3 წამში კი ისრაელმა შედეგიანად ვერ შეუტია და მატჩიც დასრულდა - 71:69.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებს 5 გამარჯვება მოუგროვდა 5 მარცხის წილ და შანსი არსებობს. მომდევნო მატჩს კი 21 თებერვალს, სტუმრად საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს.
დღევანდელი მატჩის ვრცელ მიმოხილვას კი ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.
საქართველო - ისრაელი 71:69 (9:11, 25:19, 16:19, 14:15, 7:5)