დიდი სლემის 20-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი, რომელმაც სეზონი რეიტინგში ტოპ 5 ჩოგბურთელს შორის დაასრულა.
ახლა როჯერი 37 წლის გახლავთ. ფედერერმა როდ ლეივერის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც იმავე შედეგს 36 წლის ასაკში მიაღწია.
ფედერერი და კონორსი 700 კვირის განმავლობაში ტოპ 5 ჩოგბურთელს შორის არიან, რაც ასევე საუკეთსო შედეგია.