ფეხბურთი

10:39 | 3.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი დაშავდა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ლიდერი ნეიმარი ისევ დაშავდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ბორდოსთან“ (2:2) დაპირისპირებისას მარჯვენა ფეხი დაიზიანა და 57-ე წუთზე შეცვალეს.

ჯერჯერობით უცნობია ნეიმარის ტრავმის ხარისხი. თუმცა, პარიზელთა თავკაცი ტომას ტუხელი ვარაუდობს, რომ იგივე დაზიანებაა, რომელიც ბრაზილიის ნაკრებში მიიღო:

„ვფიქრობ, იგივე პრობლემა, რაც ბრაზილიის ნაკრებში ჰქონდა. ყურადღებით ყოფნაა საჭირო, მიუხედავად იმია, რომ თამაშამდე მითხრა, რომ არაფერი აწუხებდა. იმედია, „სტრასბურგთან“ მატჩის შემდეგ დაგვიბრუნდება“, - განაცხადა ტუხელმა.

პსჟ „სტრასბურგს“ 5 დეკემბერს დაუპირისპირდება, ერთი კვირის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „ცრვენა ზვეზდასთან“ გადამწყვეტ შეხვედრას ჩაატარებს.

თეგებინეიმარიპსჟ
0.113641