საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, IOC 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოკრივეთა ტურნირის ჩატარებით დაინტერესებულია.
„ტოკიოს თამაშებზე მოკრივეთა ასპარეზობების ხილვა გვინდა და მისჩასატარებლად ყველაფერს ვიღონებთ",- განაცხადა ბახმა.
ცოტა ხნით ადრე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ტოკიოს თამაშებზე მოკრივეთა შეჯიბრების ჩატარებასთან დაკავშირებით გეგმების შეჩერებაზე იყო საუბარი. IOC-მა შეწყვიტა AIBA-ს დაფინასება, ასევე აუკრძალა ხუთი რგოლის გამოყენება და შეუზღუდა საკვალიფიკაციო ტურნირების ჩატარების უფლება.
IOC-ის პრესსამსახურის ცნობით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს კითხვებს უჩენს კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) ფინანსური საქმიანობა, მისი მმართველობა და ეთიკისადმი დამოკიდებულება, რამაც IOC-ის უკმაყოფილება გამოიწვია.
IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, AIBA-ს კონგრესის დელეგატებმა ერთი თვის წინ მხარი დაუჭირეს უზბეკი გაფურ რახიმოვის კანდიდატურას ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის პოსტზე. გაფუროვი ეჭვმიტანილია საერთაშორისო კრიმინალურ ქსელთან კავშირში, რაც აზიანებს AIBA-ს რეპუტაციას.
2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში კრივის ყოფნა-არყოფნის საკითხზე IOC საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს სეიაზე, რომელიც 2019 წელს ლოზანაში გაიმართება.
www.geonoc.org.ge