საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში თავი გამოიჩინა. „შტურმის“ 22 წლის ფეხბურთელმა „ვოლფსბერგერის“ კარში მოახერხა გოლის გატანა.
გრაცელებმა საკუთარ მოედანზე მეტოქე ადვილად, 3:0 დაამარცხეს, ხოლო შეხვედრას წერტილი 88-ე წუთზე კიტეიშვილმა დაუსვა. მსაჯის კომპენსირებულ დროში ჩვენებური შეცვალეს.
კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში მე-14 შეხვედრა ჩაატარა და ეს სადებიუტო გოლი გამოდგა ავსტრიული გუნდის მაისურით.
„შტურმი“ კი 16 ტურის თავზე 22 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.