საჩხერეში ოლიმპიური ჩემპიონის, გიორგი ასანიძის სახელობის 17 წლამდელთა საქართველოს პირველობა დასრულდა. შეჯიბრის დასკვნით დღეს გამარჯვებულ-პრიზიორები 4 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. პირველი საშეჯიბრო დღის მსგავსად მეორეც საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.
შეჯიბრზე, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებისა და ლაშა ტალახაძის სახელობის სპორტის ხელშეწყობისა და სპორტსმენთა თანადგომის ფონდ “ჩემპიონის“ ორგანიზებით გაიმართა. საინტერესოა, რომ ქართველი ძალოსნების ნაჩვენებმა შედეგებმა ევროპის რეკორდებს გადააჭარბა.
ლომია თებიძემ ევროპის 17 წლამდელთა რეკორდი აკვრაში 1 კილოგრამით გააუმჯობესა და 171 კგ. დაძლია, ასევე 1 კილოგრამით გააუმჯობესა ევროპის 15 წლამდელთა რეკორდი საბა ანთაურმაც. ძალოსანმა აკვრაში თავი 142 კილოგრამს გაართვა და 142 კგ. დაძლია.
81 კგ.
ლომია თებიძე (ოლიმპ. ცენტრ. ხელვაჩაური) – 135, 171, 306
მანუჩარ გოგოხია (ოლიმპ. ცენტრ. ზუგდიდი) – 123, 148, 271
ლუკა ქაშიბაძე (წყალტუბო) - 107, 140, 247
89 კგ.
ედუარდ კაკაბაძე (ქუთაისი) – 133, 160, 293
საბა ანთაური (ოლიმპ. ცენტრი თბილისი) – 111, 142,253
დავით ბერიშვილი (საჩხერე) 117, 134,251
96 კგ.
ზაზა ლომთაძე (ქუთაისი) – 140, 170, 310
ირაკლი გაბაძე (საჩხერე) – 115, 145, 260
გიორგი კირვალიძე (საჩხერე) – 102, 115, 217
+96 კგ.
აკაკი ტალახაძე (საჩხერე) - 143, 178, 321
ლაშა თაქთაქიშვილი (თბილისი) – 120, 147, 267
ვანო ქაზუმაშვილი (ოლიმპ. ცენტრი დუშეთი) – 108, 140, 248
სინკლერი:
ლომია თებიძე (ოლიმპ. ცენტრი. ხელვაჩაური)
მალაყმაძე არჩილი (ოლიმპ. ცენტრი. ხელვაჩაური)
გიორბელიძე გურამი (ქუთაისი)