საჩხერე ოლიმპიური ჩემპიონის, გიორგი ასანიძის სახელობის 17 წლამდელთა საქართველოს პირველობას მასპინძლობს.
შეჯიბრი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებისა და ლაშა ტალახაძის სახელობის სპორტის ხელშეწყობისა და სპორტსმენთა თანადგომის ფონდ “ჩემპიონის“ ორგანიზებით გაიმართა.
ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის სახელობის დარბაზში ასანიძის სახელობის პირველი შეჯიბრის გახსნის ოფიციალური ცერემონია შედგა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი კომპანიის „ლიდერბეთის“ წარმომადგენლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
ასპარეზობაზე, რომელიც ორდღიანია, 70-მდე ძალოსანი გამოდის.
შეჯიბრი საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ორმა ძალოსანმა გურამ გიორბელიძემ და არჩილ მალაყმაძემ, გიორგი ასანიძის სახელობის 17 წლამდელთა საქართველოს პირველობაზე ევროპის რეკორდებზე უკეთესი შედეგები აჩვენეს.
მალაყმაძემ ატაცში 133 კგ. დაძლია, რაც ევროპის რეკორდს 1 კილოგრამით აჭარბებს. ქართველმა ძალოსანმა 288 კილოგრამს მოუყარა თავი და ევროპის რეკორდს ორჭიდის ჯამშიც გადააჭარბა 1 კილოგრამით.
სარეკორდო კილოგრამები დაძლია გიორბელიძემაც.
ქუთაისელმა ძალოსანმა, რომელიც 67 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, აკვრაში ევროპის რეკორდს გადააჭარბა. გიორბელიძემ 149 კგ. დაძლია, რაც ევროპის რეკორდზე 1 კილოგრამით მეტია. ამასთანავე, გურამმა პირადი რეკორდი 3 კილოგრამით გააუმჯობესა.
გაგაცნობთ შედეგებს წონითი კატეგორიების მიხედვით:
45 კგ.
გიგა ოდიკაძე (ხაშური) – 49, 59, 108
გოგა ჯაჯვანი (ზუგდიდი) – 49, 56, 105
მანუჩარ ყიფშიძე (ჭიათურა) – 40, 50, 90
50 კგ.
გიორგი ხარაზიშვილი (ხაშური) – 52, 70, 122
დავით კირვალიძე (საჩხერე) – 40, 51, 91
საბა მაჭარაშვილი (საჩხერე) – 28, 38, 66
55 კგ.
ვასო ადეიშვილი (ქუთაისი) – 71, 75, 146
ლევან კვანტალიანი (ხონი) – 38, 45, 83
ზაურ კალანდია (ხონი) – 35, 45, 80
61 კგ.
გიორგი ხარაზიშვილი (ხაშური ოლ.ცენტრ) – 87, 110, 197
თორნიკე ლომთაძე (ქუთაისი) – 84, 100, 184
ანდრია კილაძე (ხაშური) – 80, 92, 172
67 კგ.
გურამ გიორბელიძე (ქუთაისი) – 117, 149, 266
სანდრო ჭიჭაღუა (ზუგდიდი) – 90, 112, 202
ნიკოლოზ ესართია (ზუგდიდი) – 75, 103, 178
73 კგ.
არჩილ მალაყმაძე (ოლიმპ.მზად.ცენტრი.ხელვაჩაური) – 133, 155, 288
ბონდო კილაძე (ხაშური) – 104,122, 226
სანდრო ღარიბაშვილი (დუშეთი) – 103, 122, 225
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური