ლონდონის "ჩელსიმ" შესაძლოა ტემი აბრაჰამის იჯარა "ასტონ ვილაში" ნაადრევად დაასრულოს. ინგლისელმა ფეხბურთელმა ბირმინგემული გუნდის რიგებში მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიფში 14 მატჩში 11 გოლი გაიტანა და "არისტოკრატები" მისთვის შანსის მიცემას აპირებენ.
აბრაჰამი "ჩელსის" აკადემიის აღზრდილია და გასულ სეზონში "სუონსიში" იყო განათხოვრებული, სადაც 39 მატჩში რვა გოლი გაიტანა. მანამდე კი "ბრისტოლში" ერთი სეზონი ჩაატარა 26 გოლი გაიტანა. "არისტოკრატების" პირველ გუნდში ტემი მხოლოდ სამჯერ ათამაშეს და ჯამში მოედანზე 74 წუთი გაატარა. აბრაჰამის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.