ძიუდო

16:12 | 1.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ძიუდოისტებს შორის მომხდარ შესაძლო ინციდენტს კომისია გამოიძიებს

დღეს გაიმართა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა, სადაც იმსჯელეს საქართველოს ნაკრების მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებ და იაპონიაში, ოსაკაში საქართველოს ნაკრების წევრებს შორის მომხდარ შესაძლო ინციდენტზე.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე დაბარებული იყო იაპონიაში მყოფი მწვრთნელი ანზორ თენაძე. მისი მოსმენის შემდეგ აღმასკომმა გადაწყვიტა შეიქმნას კომისია, რომელიც დეტალურად შეისწავლის შესაძლო ინციდენტს. გამჭვირვალობის მიზნით კომისიაში აღმასკომის წევრების გარდა შევლენ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, პარლამენტის სპორტის კომიტეტის წარმომადგენლები, ასევე ვეტერანი ძიუდოისტები და სპორტული ჟურნალისტები.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ ის 27-28 დეკემბერს დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატამდე დაინიშნება.

0.124112