აფრიკის თასის 2019 წლის გათამაშება კამერუნში არ გაიმართება. როგორც აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია აცხადებს, კამერუნმა მასპინძლობისთვის დაკისრებულ მოვალეობებს თავი ვერ გაართვა და ამიტომ, მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ახალი მასპინძელი უახლოეს ხანებში შეირჩევა და მსურველებს განაცხადის გაკეთება დეკემბრის ბოლომდე შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ აფრიკის თასი ისტორიაში პირველად გაიმართება ზაფხულში, 2019 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე და გაიზარდა მონაწილე გუნდების რაოდენობაც - 16-დან 24-მდე.
შეგახსენებთ, რომ აფრიკის მოქმედი ჩემპიონი კამერუნის ნაკრებია, რომელმაც 2017 წელს ფინალში ეგვიპტე 2:1 დაამარცხა.