კალათბურთი

23:25 | 30.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე: "დაცვაში კარგად ვითამაშეთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ტალინში ესტონეთი 80:73 დაამარცხა. აღნიშნული მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა გოგა ბითაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველომ დაცვაში კარგი თამაში აჩვენა.

„ველოდებოდით, რომ ესტონეთი სწრაფ კალათბურთს ითამაშებდა და შესაბამისად, ვიცოდით, რომ არ უნდა მიგვეცა ამის საშუალება და სამქულიანების ჩაგდების შესაძლებლობა. ძალიან კარგი დაცვა ვითამაშეთ, ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ.

ახლა ვემზადებით ისრაელის მატჩისთვის, რომელიც ვფიქრობ, უფრო ძლიერი მეტოქეა და მთავარია, ვიყოთ კონცენტრირებულნი“, - განაცხადა ბითაძემ.

აქვე გეტყვით, რომ გოგამ ესტონეთთან შეხვედრაში 28:16 წუთში ორმაგი დუბლი გაახერხა - 19 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა.

ილიას ზუროსის გუნდი მომდევნო შეხვედრას თბილისის სპორტის სასახლეში 3 დეკემბერს, ისრაელის ნაკრებთან ჩაატარებს.

0.115914