საქართველოს ეროვნული ლიგის 34-ე ტური „დინამო თბილისის“ თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძის ბენეფისი გამოდგა. ქართველმა ფორვარდმა ბოლნისის „სიონთან“ შეხვედრაში პოკერი შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვება განაპირობა.
„სიონმა“ მეტოქეს ოდენ პირველი ტაიმის წინააღმდეგობა. აკაკი შულაიასა და ზივზივაძის გოლები დათუნაიშვილმა და ხეცურიანმა ორჯერ გაქვითეს. აი, მეორე ტაიმში გოლები მხოლოდ „დინამოს“ და მხოლოდ ზივზივაძეს გაჰქონდა. 24 წლის ფეხბურთელმა პოკერი გაიფორმა და ბომბარდირთა დავაში სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გიორგი გაბედავას 1 გოლით გადაასწრო. „დინამოს“ კი 66 ქულა გაუხდა და მეორე ადგილს ინარჩუნებს.
ტურის დასკვნითი მატჩი ქუთაისში ყოფილ და ახალ ჩემპიონს შორის შედგა. „საბურთალომ“ ისტორიული მატჩი ჩაატარა, პირველი ჩემპიონის სტატუსით. აი, „ტორპედო“ კი მეორე ადგილისთვის „დინამოს“ ეცილება და 3 ქულა სჭირდებოდა. თუმცა, გუნდებმა გოლებუი ვერ გაიტანეს და ქულები გაიყვეს.
აღსანიშნავია, რომ მატჩი საჩემპიონო კორიდორით დაიწყო. „ტორპედომ“ „საბურთალოს“ გაუკეთა, ხოლო „საბურთალომ“ „ტორპედოს“, როგორც საქართველოს თასის მფლობელს...
„ტორპედო“ – „საბურთალო“ 0:0 (0:0)
„დინამო“ – „სიონი“ 5:2 (2:2)
გოლები: 1:0 შულაია (25), 1:1 დათუნაიშვილი (29), 2:1 ზივზივაძე (43), 2:2 ხეცურიანი (45), 3:2 ზივზივაძე (48), 4:2 ზივზივაძე (62), 5:2 ზივზივაძე (69)