მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი მიმდინარე სეზონის ტოპ 5 ჩემპიონატის ყველაზე ცუდი მაჩვენებლით იწონებს თავს. The Guardian-მა იმ მეკარეების სტატისტიკა დათვალა, როლებმაც ტოპ ჩემპიონატებში მიმდინარე სეზონში სულ მცირე 5 თამაში ჩაატარეს.
გაირკვა, რომ ნოიერს სეივების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. გერმანელმა მეკარემ ბუნდესლიგაში საკუთარი კარში დარტყმული ბურთების მხოლოდ 43.8% მოიგერია, ხოლო დანარჩენი გაუშვა.
მასთან ერთად ასეთი დაბალი მაჩვენებელი აქვთ „რენის“ მეკარე ტომაშ კუბეკსა და „ნიურნებრგის“ კარის დარაჯ ფაბიან ბრედლოუს.
ყველაზე კარგი მაჩვენებელი პსჟ-ს იტალიელ მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონს აქვს. 40 წლის იტალიელმა დარტყმების 90% მოიგერია.