ფეხბურთი

19:17 | 30.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინული ქაოსი: "რივერი" და "ბოკა" მადრიდში თამაშს არ აპირებენ

ლიბერტადორესის თასის ფინალს, რომელიც „რივერ პლეიტსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის უნდა გაიმართოს, მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუ“ 9 დეკემბერს უმასპინძლებს.

თუმცა, კონმებოლის მიღებულ გადაწყვეტილებას არცერთი მხარე ეთანხმება. AFP-ს ცნობით, „ბოკა ხუნიორსი“ უარს ამბობს მადრიდში თამაშზე და საერთოდ, საპასუხო ფინალში მონაწილეობაზე. „ბოკა“ სასამართლოში სარჩელს შეიტანს და „რივერისთვის“ ტექნიკურ წაგებას (0:3) მოითხოვს.

თავის მხრივ, არც „რივერ პლეიტი“ ეთანხმება კონმებოლს. კლუბმა დღეს ოფიცალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „რივერი“ გაასაჩირვებს კონმებოლის მიღებულ გადაწყვეტილებას მატჩის მადრიდში ჩატარებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ კონმებოლმა „რივერს“ გარდა იმისა, რომ მასპინძლობის უფლება ჩამოართვა, 400 ათასი დოლარით დააჯარიმა და 2019 წელს ორი საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარებაც დაურთო.

0.124409