კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა უეფას ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში ხმების უმეტესობა მიიღო.
მესიმ პსვ ეინდჰოვენთან შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში მესამედ გახდა კვირის მოთამაშე.
„ბარსელონას“ კაპიტანმა მეხუთე ტურში არიენ რობენს („ბაიერნი“), მაქსველ კორნესა („ლიონი“) და დრის მერტენსს („ნაპოლი“) აჯობა.