კალათბურთი

15:17 | 30.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

დურანტმა ბრაიანტის შედეგი გაიმეორა

"გოლდენ სტეიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა კევინ დურანტმა ზედიზედ ბოლო სამ შეხვედრაში მინიმუმ 44 და მეტი ქულა ჩააგდო, რაც ნბა-ს ისტორიაში კობი ბრაიანტის მეტს არავის გაუკეთებია.

კობიმ მსგავსი შედეგი 2007 წლის მარტში დააფიქსირა.

დურანტმა დღეს "ტორონტოსთან" (131:128) წაგებულ შეხვედრაში 51 ქულა ჩააგდო, იქამდე "ორლანდოს" 49 და "საკრამენტოს" - 44.

0.114028