კალათბურთი

11:49 | 30.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ტორონტომ“ „გოლდენ სტეიტი“ ოვერტაიმში დაამარცხა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.

„ტორონტო“ შინ „გოლდენ სტეიტს“ დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წამით ადრე კევინ დურანტმა 3-ქულიანი ჩააგდო და ანგარიში 119:119 გახადა.დამატებით 5-წუთეულში კანადელებს სროლა უკეთ წაუვიდათ და საბოლოო ჯამში „ტორონტომ“ 131:128 იმარჯვა. მატჩის საუკეთსო მოთამაშე კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც გუნდს 51 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი შესძინა. „ტორონტოში“ 37 ქულით კავაი ლეონარდი გამოირჩა. კანადელები 19 მოგებით და 4 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა. „გოლდენ სტეიტი“ 15 მოგებით და 8 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

„ლეიკერსმა“ საკუთარ დარბაზში „ინდიანა“ 104:96 დაამარცხდა. კალიფორნიელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე „ინდიანამ“ შეხვედრაში გარდატეხა ვერ შეიტანეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც გუნდს 38 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. „ინდიანაში“ საბონისი 20 ქულით და 15 მოხსნით გამოირჩა.

„ტორონტო“ – „გოლდენ სტეიტი“ 131:128 (38:25, 29:33, 29:30, 23:31, ო.ტ. 12:9)

https://www.youtube.com/watch?v=LgSEQ9wPGQc

„ლეიკერსი“ – „ინდიანა“ 104:96 (38:15, 18:35, 27:25, 21:21)

https://www.youtube.com/watch?v=reShoi6NpyI

„საკრამენტო“ – „კლიპერსი“ 121:133 (26:42, 42:29, 25:30, 28:32)

https://www.youtube.com/watch?v=O6KWUJHawBg

თეგებინბა
0.115924